რევოლუცია თევზისა და ცხოველების კვებაში

person holding gray and pink fish
person holding gray and pink fish
selective focus photography of brown cow
selective focus photography of brown cow
herd of goats on field during daytime
herd of goats on field during daytime
shallow focus photography of yellow chick
shallow focus photography of yellow chick
sleeping pig
sleeping pig

Boost-X არ არის მხოლოდ თევზებისა და ცხოველებისათვის საკვების წარმოების კომპანია, ის მათი კვების ტრანსფორმაციის პიონერია საქართველოში. ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ ახალ ტექნოლოგიებს და მხოლოდ ახლა დავიწყეთ მათი დანერგვა. როგორიცაა მიკრო-ბიოლოგიური პროტეინი და მიკრო წყალმცენარეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ცნობილია მსოფლიოში.

მიღებული შედეგები შედარებადია ყველაზე პრემიუმ ხარისხის პროდუქტებთან. ჩვენი მისია მარტივია: გვსურს გქონდეთ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ თქვენი წარმოების შედეგები არა ქიმიის, არამედ ბუნებრივი პროდუქტების მეშვეობით.

ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი თევზები და ცხოველები კარგად განვითარდებიან მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე.

შემოგვიერთდით და იგრძენით განსხვავება Boost-X-თან ერთად!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება და ინოვაციები განუყოფელია

REAL STORIES

რა შედეგების მიღწევა შეგიძლიათ ჩვენი საკვების გამოყენებით?

  • მიკრო-ბიოლოგიური ცილებით და მიკრო-წყალმცენარეებით გამდიდრებული საკვები აძლიერებს ზრდას, შემდგომ საუკეთესო შედეგების მიღებით.

  • მიკრო-ბიოლოგიური ცილის და მიკრო-წყალმცენარეების შეყვანა თევზისა და პირუტყვის კვებაში აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებადობას, მაქსიმალურად ზრდის ეფექტურობას და ამცირებს ნარჩენებს.

  • მიკრო-ბიოლოგიური ცილა და მიკრო-წყალმცენარეები აძლიერებენ თევზისა და ცხოველების იმუნურ სისტემას, ამცირებენ დაავადებების რისკს და ხელს უწყობენ უკეთეს ჯანმრთელობას.

green grass field under blue sky during daytime
green grass field under blue sky during daytime

ინდუსტრიული ტესტი და ექსპერტის შეხედულებები:

Boost-X სრულ ჰარმონიაშია საქართველოს განსაცვიფრებელ და უნიკალურ ბუნებასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტები ჩვენი წარმოებისთვის.

შეიცანი ბუნების ძალა Boost-x თან ერთად!

gray concrete building on hill
gray concrete building on hill
group of green fish
group of green fish

ჩვენი უნიკალური უპირატესობა

მიკრო-ბიოლოგიური(ფერმენტირებული) ცილების სარგებელი

ფერმენტირებულმა ცილებმა, რომლებიც მიღებულია ბუნებრივი დაშლის პროცესების მეშვეობით, მოახდინეს რევოლუცია თევზისა და პირუტყვის საკვებ წარმოებაში. მიღებული საკვები მდიდარია ადვილად ათვისებადი საკვები ნივთიერებებით, რაც აუმჯობესებს და აძლიერებს ბიოშეღწევადობას, იწვევს ზრდის ტემპის გაუმჯობესებას, კუნთების განვითარებას და მთლიანად ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას. იგი მდიდარია სასარგებლო ფერმენტებითა და პრობიოტიკებით, ხელს უწყობენ ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიომს, აძლიერებენ იმუნიტეტს და დაავადებების მიმართ მდგრადობას.

გარდა ამისა, ფერმენტირებული ცილების გამოყენება ხელს უწყობს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას ისეთი ცილის წყაროზე დამოკიდებულების შემცირებით და დიდ წილად ჩანაცვლებით, როგორიცაა თევზის ფქვილი, თავისთავად ნარჩუნდება საზღვაო ეკოსისტემები . ამდაგვარად ფერმენტირებული ცილების ინტეგრირება თევზისა და ცხოველების კვებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა, რაც თავისთავად გზას უხსნის მდგრადი და წარმატებული მეურნეობის შექმნის პროცეს.

ჩვენი ინოვაციური მიდგომა აერთიანებს ორ უნიკალურ ტექნოლოგიურ პროცეს საკვების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ფერმენტირებულ მიკრობულ ცილებს, რომლებიც მიღებულია რთული ნახშირწყლების რღვევის ხარჯზე, რათა მივიღოთ საკვები ნივთიერებებით გაჯერებული მდიდარი წყარო. ეს მეთოდი აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებადობას, ხელს უწყობს ზრდის ტემპს, კუნთოვანი მასის განვითარებას და სიცოცხლისუნარიანობას.

გარდა ამისა, ჩვენ წარმოებულ საკვებში ვამატებთ მიკრო-წყალმცენარეებს, რომლებიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ბიოაქტიური ნაერთებით, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ დიეტას თევზებისა და ცხოველებისთვის.

მიკრო წყალმცენარეების უპირატესობების გამოყენება

მიკრო წყალმცენარეების გამოყენება, რომლებიც ცნობილია როგორც ბუნების სუპერ საკვებ პროდუქტად, გვთავაზობს ტრანსფორმაციულ და რევოლუციურ სარგებელს თევზისა და ცხოველთა კვებაში. მათი უნიკალური შემადგენლობა ზრდის სიცოცხლისუნარიანობას, ამდიდრებს საკვებს აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით, ცხიმოვანი მჟავებით, ამინო მჟავებით და უამრავი სხვა ელემენტით.

გარდა ამისა, წყალმცენარეები აძლიერებენ თევზებისა და ცხოველების იმუნიტეტს, ამდიდრებენ საკვებს პოლისაქარიდებითა და ანტიოქსიდანტებით, აძლიერებენ მდგრადობას დაავადებებისა და სტრესის მიმართ, ხოლო მათი კულტივაცია შესაბამისობაშია ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტებთან, რაც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ამდიდრებს მას ჟანგბადით.

არსებითად, მიკრო წყალმცენარეების ინტეგრირება თევზისა და ცხოველების საკვებში ნიშნავს მნიშვნელოვან წინსვლას კვების ინდუსტრიაში, უზრუნველყოფს ყველა პოპულაციის ჯანმრთელობასა, მდგრადობას და ეკოლოგიურობას.

დაგვიკავშირდით